შესაძლებელია აღმოვჩნდე ქუჩაში, როგორ მოვიქცე ?
თუ თქვენ ხართ მოიჯარე თქვენი იჯარის დასრულებისას, გემუქრებათ გამოსახლება ან ადამიანმა ვინც თქვენ შეგიფარათ, გამოთქვა სურვილი რომ იპოვნოთ სხვა გამოსავალი, პირველ რიგში დაუკავშირდით თქვენი რაიონის სოციალურ სამსახურს: მრავალფუნქციური დეპარტამენტის სოციალური სერვისები (SSDP) ან ქალაქ პარიზის სოციალური მოქმედების ცენტრი (CASVP). ყველა მისამართს ნახავთ ამ ბმულზე დაწკაპუნებით.
ასევე გადაამოწმეთ თქვენი უბნის მერიაში, რომ დანიშნოთ შეხვედრა სოციალურ მუშაკთან. შეხვედრის დროს არ დაგავიწყდეთ თან იქონიოთ მისამართის დამადასტურებელი დოკუმენტი ან საცხოვრებლის ცნობა 1 თვეზე ნაკლები ვადით.
თუ თქვენ გადადგით ყველა საჭირო ნაბიჯი და მიუხედავად ამის გემუქრებათ გამოსახლება, შეგიძლიათ მიიღოთ რჩევა ასოციაციისგან „საცხოვრებლის უფლება“. ამ ბმულზე დაწკაპუნებით იპოვნით თქვენთან ყველაზე ახლოს არსებულ კომიტეტს.